loader

ვრცელდება ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები - შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები - შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანის გასაღებისა და უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე დაკავებული არიან:

1996 წელს დაბადებული ბ.ნ., 1999 წელს დაბადებული ი.ბ., 1989 წელს დაბადებული ე.ხ., წარსულში ნასამართლევები -1986 წელს დაბადებული მ.ე., 2003 წელს დაბადებული ლ.უ. და 1985 წელს დაბადებული რ.ჯ. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განხორციელებული ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვების, ასევე, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, მათი პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.