loader

"ვარ მთლიანად განადგურებული!" - რას წერს აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე, რომლის ქალიშვილიც სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისთვის დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვარ მთლიანად განადგურებული!" - რას წერს აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე, რომლის ქალიშვილიც სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისთვის დააკავეს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისთვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, თამარ გუდავას ქალიშვილი დააკავეს. თამარ გუდავა აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მეგობრებო, ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი რა უბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად აგებს მკაცრად პასუხს კანონის წინაშე!ყველანაირი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვწერ განცხადებას და მივდივარ კულტურის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან," - წერს თამარ გუდავა.