loader

ბაკალავრიატი 3 წელი, მაგისტრატურა კი ერთი - რას ამბობენ მოქალაქეები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაკალავრიატი 3 წელი, მაგისტრატურა კი ერთი - რას ამბობენ მოქალაქეები?

3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა და 1-წლიანი მაგისტრატურა, 2025 წლიდან განათლების სისტემაში ცვლილება იგეგმება.

უნივერსიტეტებს ექნებათ შესაძლებლობა, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის შემ­თხვე­ვა­ში ხე­ლოვ­ნე­ბის, ბიზ­ნე­სის და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ვიწ­რო სფე­რო­ებ­ში კლა­სი­ფი­ცი­რე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებზე 3-წლიანი საბაკალავრო, ხოლო მა­გის­ტრა­ტუ­რის შემ­თხვე­ვა­ში კი ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის/მარ­თვის 1-წლიანი პროგრამა შექმნან.

ცვლილების დეტალებზე განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა. მისი განმარტებით, უნივერსიტეტებს ექნებათ არჩევანი, დანერგავენ 3-წლიან საბაკალავრო პროგრამას თუ დატოვებენ ძველ, 4 -წლიან სისტემას.

განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.