loader

"რა საოცარი ამბის მომსწრეები გავხდით დღეს... იცით, რომ თქვენგან ინფორმაციების გამოსვლა არ არის რთული, სუს-ი არ გვჭირდება... პირდაპირ გეუბნებით, თქვენი შიდა მესიჯია..." - მამუკა მდინარაძემ "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა საოცარი ამბის მომსწრეები გავხდით დღეს... იცით, რომ თქვენგან ინფორმაციების გამოსვლა არ არის რთული, სუს-ი არ გვჭირდება... პირდაპირ გეუბნებით, თქვენი შიდა მესიჯია..." - მამუკა მდინარაძემ "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართა

"ერთი კვირაა, ველოდებით პასუხს, ხალხო, მოგვაწოდეთ თქვენი ვერსიები, როგორ გავმიჯნოთ მკაფიოდ ადამიანის უფლებები, მათ შორის - განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანის უფლებები და ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგები.

აი, ეს ორი რამ როგორ გავმიჯნოთ და როგორ ვებრძოლოთ მავნე ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომელსაც ჩვენი პატივცემული ოპონენტების დიდი ნაწილი უწყობს ხელს.

ამაზე პასუხი არ მიგვიღია და, თურმე, რა ხდება ამ დროს: პატივცემული როზნერი, რომელიც "ნაცმოძრაობის" სხვადასხვა კლასტერში იძლევა დავალებებს და, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, მისი მითითებით გააკეთეს ფოკუს ჯგუფები – რა არის აქტუალური საკითხიო. მოიფიქრეს, მოდით ყველამ ვილაპარაკოთ ფასებზე, რომ გადავფაროთ ეს ამბავი, რადგან პასუხი არ გვქონდეს გასაცემი. რა შუაშია? სად ლგბტ პროპაგანდა და სად ფასები, რომელიც სხვა თემა და ცალკე პრობლემაა" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.