"მოხარული ვარ, რომ შემიძლია პირველად ვამცნო საზოგადოებას მნიშვნელოვანი სიახლე" - ირაკლი კობახიძე
"მოხარული ვარ, რომ შემიძლია პირველად ვამცნო საზოგადოებას მნიშვნელოვანი სიახლე. 6-7 აპრილს გუდაურში, საქართველოს ისტორიაში პირველად, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტურიზმისა და ავიაციის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.