ვინ არის ქორწილში ავარიის შედეგად გარდაცვლილი - "შევესწარი, საშინელება ხდებოდა, შვილიშვილის ჯვრისწერაზე მიდიოდა"
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საქორწილო კოლონის ავტომობილები შეეჯახა. დაშავდა სამი ადამიანი. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, გარდაცვლილი სიძის ბაბუა იყო.
"გარდაცვლილი სიძის ბაბუა იყო, შვილიშვილის ჯვრისწერაზე მიდიოდა";
"შევესწარი, საშინელება ხდებოდა;
გოგონა როგორ არის, უგონოდ რომ იყო" - წერენ კომენტარებში.