loader

"მიწაზე დაუშვებლად... კიდევ ერთხელ გაიტანა... და გაახსენდა ნეაპოლს, რომ ის აქ არის" - ხვიჩა კვარაცხელიას ემოციები მას შემდეგ, რაც "იუვენტუსს" გოლი გაუტანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიწაზე დაუშვებლად... კიდევ ერთხელ გაიტანა... და გაახსენდა ნეაპოლს, რომ ის აქ არის" - ხვიჩა კვარაცხელიას ემოციები მას შემდეგ, რაც "იუვენტუსს" გოლი გაუტანა

სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსი“ 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა თავიდანვე მაღალ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ ვლაჰოვიჩის თავური ოდნავ ასცდა მიზანს. კვარაცხელიას მჭიდროდ მეურვეობდნენ, სამჯერ წააქციეს და მსაჯმა ვლაჰოვიჩს ყვითელი ბარათი უჩვენა. მასპინძლები თანდათან უპირატესობას დაეუფლნენ. დი ლორენცოს დარტყმულმა ბურთმა მიზანს ვერ უწია. შემდეგ ოსიმენის წაქცევისთვის არბიტრმა ბრემერი გააფრთხილა, ხოლო ხვიჩასთან უხეშობისთვის - კამბიასო. ტურინელებმა კი დაწინაურების ჩინებული შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან, როდესაც მეკარე მერეტთან პირისპირ გასულმა ვლაჰოვიჩმა ბურთი ძელს გაარტყა. საპასუხო იერიშისას „კვარა“ მცველს გაექცა, დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთს მეკარე შესნი დაეუფლა. 43-ე წუთზე კი ქართველმა „ნაპოლი“ წინ გაიყვანა. მერე ვლაჰოვიჩმა მესამე შანსი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. განაგრძეთ კითხვა>>>

ვიდეო: Setanta Sports Georgia