loader

"დაიღუპნენ მამა-შვილი და კიდევ ორი გოგონა... როგორც ვიცით, ფოტოებს იღებდნენ და ფეხი დაუცურდათ" - საზანოს ტრაგედიის დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაიღუპნენ მამა-შვილი და კიდევ ორი გოგონა... როგორც ვიცით, ფოტოებს იღებდნენ და ფეხი დაუცურდათ" - საზანოს ტრაგედიის დეტალები

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზედა სა­ზა­ნო­ში. მდი­ნა­რე ძუ­სა­ში ოთხი ადა­მი­ა­ნი და­იხ­რჩო. მაშ­ვე­ლებ­მა მე­ო­თხე გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი მდი­ნა­რი­დან ცოტა ხნის წინ ამო­იყ­ვა­ნეს. ად­გილ­ზე სამ­ძებ­რო- სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ძებ­ნა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ერთი ადა­მი­ა­ნი მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და, ოთხი კი მის და­სახ­მა­რებ­ლად შე­ვი­და. მათ­გან მაშ­ვე­ლებ­მა მხო­ლოდ ერ­თის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს, ის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლებს შო­რის არი­ან სა­ზა­ნო­ში მცხოვ­რე­ბი მამა და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი და გო­გო­ნას მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ფელ­ში სტუმ­რად ჭი­ა­თუ­რი­დან იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი. "მდი­ნა­რე ძუ­სას ე.წ. ჩანჩქე­რი ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლია ჩვენს სო­ფელ­ში. იქ მამა, ქა­ლიშ­ვილ­თან და მის მე­გობ­რებ­თან ერ­თად იყო მდი­ნა­რე­ზე. რო­გორც ვიცი, ფო­ტო­ებს იღებ­დნენ და ერთ-ერთ გო­გო­ნას ფეხი და­უ­ცურ­და და მდი­ნა­რე­ში ჩა­ვარ­და. ამის შემ­დეგ ეს კა­ციც გა­დამხტა­რა მის საშ­ვე­ლად, შემ­დეგ კი და­ნარ­ჩე­ნი ნა­პირ­ზე მყო­ფე­ბიც მიჰ­ყო­ლი­ან მას. მაშ­ვე­ლებ­მა მხო­ლოდ ერ­თის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს. მცო­ცა­ვი რე­ლი­ე­ფია და ალ­ბათ ფეხი ამი­ტომ და­უ­ცურ­დათ" - ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

AMBEBI.GE თერ­ჯო­ლის მერს მა­ნუ­ჩარ რო­ბა­ქი­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

"ზედა სა­ზა­ნო­ში, მდი­ნა­რე ძუ­სა­ში დღეს 4 ადა­მი­ა­ნი და­იხ­რჩო. ამ ეტაპ­ზე ოთხი­ვეს გვა­მი ნა­პოვ­ნია. ახლა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ვარ. რა მოხ­და, რო­გორ მოხ­და, ზუს­ტად არ ვიცი. და­ღუ­პულ­თა შო­რის არი­ან გო­გო­ნა და მამა და ამ გო­გო­ნას 2 თა­ნაკ­ლა­სე­ლი. რა ინ­ფორ­მა­ცი­აც მაქვს, ის ბავ­შვე­ბი ჭი­ა­თუ­რის პირ­ვე­ლი სკო­ლის მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი მდი­ნა­რე­ზე სუ­რა­თებს იღებ­დნენ, მეტი არა­ფე­რი ვიცი" - ამ­ბობს რო­ბა­ქი­ძე.