loader

"რა ხდება ამ წუთებში ქობულეთში: კადრები ადგილიდან - "დაიწვა საცხოვრებელი სახლი, ცეცხლი მიუახლოვდა რკინიგზასაც" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა ხდება ამ წუთებში ქობულეთში: კადრები ადგილიდან - "დაიწვა საცხოვრებელი სახლი, ცეცხლი მიუახლოვდა რკინიგზასაც"

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ბალახს და ხე-მცენარეებს ცეცხლი უკიდია. ცეცხლი მიუახლოვდა რკინიგზასაც.

ინფორმაციას და ვიდეომასალას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

გამოცემის ცნობითვე, სოფელ ზენიტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

როგორც ზენითის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი სულხან გიორგაძე ამბობს, სახლის მეპატრონე არ დაშავებულა.

„ხის სახლი იყო და მთლიანად დაიწვა. მეპატრონე ამჟამად სხვა სოფელში იმყოფება შვილთან. ამ სახლში მარტო ცხოვრობდა“-ამბობს გიორგაძე.