loader

"მთავარი მინდა გითხრათ..." - ირაკლი ღარიბაშვილი ზურაბ აზარაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთავარი მინდა გითხრათ..." - ირაკლი ღარიბაშვილი ზურაბ აზარაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება

"მე როდესაც ვიყავი პრემიერ-მინისტრი, მაშინ, თუ არ ვცდები, 6 მინისტრი შევცვალე. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ირაკლი კობახიძეს შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები, რომლებსაც შეიძლება არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი ან პირიქით, მინისტრს ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება. მე როგორც ვიცი, თავად მინისტრს ჰქონდა განსხვავებული შეხედულებები და ასევე პრემიერს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება და ძალიან ცივილური ფორმით მოხდა დამშვიდობება. არავითარი დაპირისპირება არ არის!" - - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კომუნიკაციის მიმართულებით ის პრობლემას ხედავდა, მათ შორის რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხთან მიმართებით.

„მქონდა მასთან საუბარი დღეს დილით. ვხედავდი პრობლემებს მართვის კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები არსებობდა. შესაბამისად, გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებდა“,- განაცხადა კობახიძემ.