loader

"არ ვიცი უშენოდ როგორ ვიცხოვრო, მაგრამ ვეცდები, რომ მანდ გაგახარო და ჩემით იამაყო... ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებით" - იულია ნავალნაიას ემოციური გამომშვიდობება ქმართან, ალექსეი ნავალნისთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ ვიცი უშენოდ როგორ ვიცხოვრო, მაგრამ ვეცდები, რომ მანდ გაგახარო და ჩემით იამაყო... ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებით" - იულია ნავალნაიას ემოციური გამომშვიდობება ქმართან, ალექსეი ნავალნისთან

იულია ნავალნაია ქმარს, ალექსეი ნავალნის გამოემშვიდობა:

"ლიოშა, მადლობა 26-წლიანი აბსოლუტური ბედნიერებისთვის. დიახ, თუნდაც ბოლო 3 წელშიც. [მადლობა] სიყვარულისთვის, ყოველთვის ჩემ გვერდით დგომისთვის, ჩემი გაცინებისთვის ციხიდანაც კი, იმისთვის, რომ ჩემზე ყოველთვის ფიქრობდი. არ ვიცი, უშენოდ როგორ ვიცხოვრო, მაგრამ ვეცდები, რომ მანდ გაგახარო და ჩემით იამაყო. არ ვიცი, მოვახერხებ თუ არა, მაგრამ ამას აუცილებლად ვცდი. ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებით. ბევრი შენთვის მოუთხრობელი ისტორია მაქვს და ასევე ბევრი სიმღერა მაქვს ჩაწერილი მობილურში - სასაცილო და სულელური და გულწრფელი რომ ვიყო, საშინელი სიმღერები, თუმცა ისინი ჩვენზეა და მართლა მინდოდა ისინი შენ მოგესმინა. და მინდოდა მენახა, როგორ უსმენდი შენ მათ, შემდეგ გაიცინებდი და ჩამეხუტებოდი.სამუდამოდ მიყვარხარ, მშვიდობით განისვენე". - იულია ნავალნაია.