loader

"აბიტურიენტს ეროვნულ გამოცდაზე გასვლა იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ სურს, გრანტი მოიპოვოს" - 1-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება ეროვნული გამოცდების გარეშე იქნება შესაძლებელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აბიტურიენტს ეროვნულ გამოცდაზე გასვლა იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ სურს, გრანტი მოიპოვოს" - 1-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება ეროვნული გამოცდების გარეშე იქნება შესაძლებელი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 1-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება იქნება შესაძლებელი, მაგრამ თუ აბიტურიენტს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბაროს.

როგორც ნინო წერეთელმა აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ რიგ მიმართულებებზე ბაკალავრიატის 3-წლიანი და სამაგისტრო 1-წლიანი პროგრამები ძალაში 2025 წლიდან შევა.

„გამოცდებთან დაკავშირებით მინისტრმა ისაუბრა. ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო საჯარო განხილვების შედეგად.

რა თქმა უნდა, იცით, რომ მოქმედი კანონმდებლობით უკვე გვაქვს 3-წლიანი პროგრამები, ოღონდ ეს ეხებოდა მხოლოდ იმ პროგრამებს, რომლებიც უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად არის შექმნილი. ასევე, სახელოვნებო მიმართულებით იყო. ეს კანონით დაშვებულია დღემდე. ყველა ის პროგრამა, რომლებიც ამ ნიშნით არის აკრედიტებული, ასახულია.

ის სიახლეები, რაც გაჟღერდა, 3-წლიანი ბაკალავრიატი იქნება ბიზნესადმინისტრირებაზე და შემდეგ ვნახოთ, რას მოგვიტანს შემდგომი განხილვები. პირველ რიგში, საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს. ამის შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, ამ მიმართულებით განაცხადები გააკეთონ აკრედიტაციის მისაღებად. მე ვფიქრობ, წელს ეს აღარ მოხდება. ეს იქნება სიახლე 2025 წლის გამოცდებისთვის, რომელიც იმ ფორმატში ჩატარდება, როგორც წელს.

სწორია ინფორმაცია, როგორც მინისტრმა ბრძანა, რომ {მაგისტრატურაზე ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება იქნება შესაძლებელი, მაგრამ თუ აბიტურიენტს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბაროს}. ესეც გვქონდა, ოღონდ გარკვეულ პროგრამებზე, ახლა პროგრამების ჩამონათვალი, რომელსაც მინისტრი დაამტკიცებს, გაიზრდება“, - აღნიშნა ნინო წერეთელმა.