loader

რას სწერდა ქეთი ჯავახიშვილს ოთო ცინდელიანი - "ინ­სტაგ­რა­მის მი­მო­წე­რე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ...." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას სწერდა ქეთი ჯავახიშვილს ოთო ცინდელიანი - "ინ­სტაგ­რა­მის მი­მო­წე­რე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ...."

ლი­ლო­ში,21 წლის გო­გოს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ოთარ ცინ­დე­ლი­ანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე თე­ო­ნა ვა­ი­ტაშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და.

რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ სა­სა­მარ­თლო სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ფაქ­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის და­ნა­შა­ულს ასა­ბუ­თებს.

მისი თქმით, მოკ­ლულს 59 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი და ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლია. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან რო­გორც მი­მალ­ვის, ისე შემ­დგო­მი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხეც არ­სე­ბობს.

"ინ­სტაგ­რა­მის მი­მო­წე­რე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბულს მი­აჩ­ნდა სა­კუთ­რე­ბად. ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი. გო­გო­ნას 59 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი სხე­უ­ლის ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე. ყო­ვე­ლი ჭრი­ლო­ბა სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლია.

ბრალ­დე­ბუ­ლი ცდი­ლობ­და ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას. შემ­თხვე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 2-დან 3-ის ნა­ხევ­რამ­დე მოხ­და. 19 :21 წუთ­ზე ეს ადა­მი­ა­ნი სა­მეგ­რე­ლო­ში და­ი­ჭი­რეს. ის თა­ვად გა­მო­ცხად­და სა­მარ­თალ­დამ­ცავ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. მისი გა­მო­ცხა­დე­ბის მი­ზა­ნი იყო, რომ იქ­ნებ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა.

ბრალ­დე­ბუ­ლის სახ­ლის ჩხრე­კის დროს ამო­ღე­ბუ­ლი დანა და ქურ­თუ­კი, რომ­ლე­ბიც სის­ხლი­თაა გაჟ­ღენ­თი­ლი, და­ნა­შა­ულს კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს. განაგრძეთ კითხვა