loader

ამ წუთებში 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის, 23 წლის ოთარ ცინდელიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ წუთებში 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის, 23 წლის ოთარ ცინდელიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის, 23 წლის ოთარ ცინდელიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

28 თებერვალს ლილოში 21 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებული პირის, ოთარ ცინდელიანის ადვოკატის, ანა შიშნიაშვილის განცხადებით, ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამ ეტაპზე რაიმე პოზიციის დაფიქსირების საშუალებას არ იძლევა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების საკითხს სასამართლოს მიანდობს.

პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარედგინა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 თებერვალს თბილისში ბრალდებულმა მეგობარ ქალს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.