loader

"ასობით ათასი საქართველოში მცხოვრები მოქალაქე რიგებში დგას მთელ ქვეყანაში, ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის ხელმოსაწერად..." - რას წერს მიხეილ სააკაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასობით ათასი საქართველოში მცხოვრები მოქალაქე რიგებში დგას მთელ ქვეყანაში, ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის ხელმოსაწერად..." - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მადლობას უხდის ევროპარლამენტარებს რეზოლუციისთვის, რომელიც მისი გათავისუფლების მოთხოვნით შედგა:

"დიდი მადლობა ევროპარლამენტს მორიგი რეზოლუციისთვის, რომელიც ითხოვს ჩემ გათავისუფლებას. ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანო, როგორც ყოველთვის, იჭერს სიმართლის პოზიციას. ეს არა მხოლოდ ჩემ მიმართ მხარდაჭერის, არამედ საქართველოშიც და უკრაინაშიც, ჩემი მილიონობით მომხრისათვის მხარდაჭერის გამოხატვაა. ამავე დროს, ასობით ათასი საქართველოში მცხოვრები მოქალაქე რიგებში დგას მთელ ქვეყანაში, ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის ხელმოსაწერად და არასდროს დავიღლები, რომ მათ ვუთხრა მთელი გულით მადლობა. მათი ხმა ევროპარლამენტარებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.