"უბრალოდ შეურაცხმყოფელია... ეს ძალიან მძიმეა..." - რას ამბობს კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომელშიც ანა ფოტიგას მოთხოვნით, სააკაშვილთან დაკავშირებით შესწორება შევიდა
ზოგადად, ასეთი რეზოლუციები დამაზიანებელია იმ ურთიერთობებისთვის, რაც არსებობს, უბრალოდ შეურაცხმყოფელია, - ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას განცხადებას, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
მისივე თქმით, არაერთხელ გვინახავს, როგორ ხდებოდა რეზოლუციების მიღება, „ვიღაც თანხას იხდის, რის შედეგადაც ლობიზმით ინიღბება“.
„ზოგადად, ასეთი რეზოლუციები დამაზიანებელია იმ ურთიერთობებისთვის, რაც არსებობს, უბრალოდ შეურაცხმყოფელია. არაერთი რეზოლუცია გვინახავს, სადაც მძიმე რაღაცები იყო ჩაწერილი. შემდეგ, მოგვიანებით გამოიკვეთა, თუ როგორ ხდებოდა აღნიშნული რეზოლუციების მიღება. ვიღაც თანხას იხდის, შემდეგ ინიღბება ლობიზმით და ხდება ასეთი რეზოლუციების მიღება. ეს ძალიან მძიმეა, აზიანებს იმ ურთიერთობებს, რაც არსებობს დასავლეთთან”, - აღნიშნა კალაძემ.