loader

"ოთო იმ საცოდავის ძმისშვილია, მთელ სვა­ნეთ­ში თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ოჯა­ხი იყო და ამ ამბის შემდეგ, წელ­ში ვე­ღარ გა­ი­მარ­თნენ" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ოთო ცინდელიანის ოჯახის შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოთო იმ საცოდავის ძმისშვილია, მთელ სვა­ნეთ­ში თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ოჯა­ხი იყო და ამ ამბის შემდეგ, წელ­ში ვე­ღარ გა­ი­მარ­თნენ" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ოთო ცინდელიანის ოჯახის შესახებ?

ambebi.ge-ს ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნის ნა­თე­სა­ვი უყ­ვე­ბა:

"ოთო იმ სა­ცო­და­ვი დათო ცინ­დე­ლი­ა­ნის ძმისშ­ვი­ლია, 2008 წელს ზღვა­ში რომ ჩა­ძი­რა შა­მა­თა­ვამ (კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აფხა­ზე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი - ნ.ფ.)… მარ­თლა კარ­გი ოჯა­ხი იყო და და­თოს ამ­ბავ­მა და­ან­გრია ყვე­ლა…ამ ბი­ჭის მა­მაც - თე­მუ­რიც, კარ­გი ბიჭი იყო და მა­საც აე­რია ცხოვ­რე­ბა - ცოლი გა­შორ­და (გუ­ჯე­ჯი­ა­ნია გვა­რად) და ეს­პა­ნეთ­ში წა­ვი­და. ეს ბავ­შვიც კარ­გი ბიჭი იყო, სპორ­ტს მის­დევ­და და მერე გზას ასცდა.

ბიჭი ბე­ბი­ამ (მა­მის დე­დამ) გა­ზარ­და, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქა­ლია, პე­და­გო­გი. დე­დამ ოთო ეს­პა­ნეთ­ში წა­იყ­ვა­ნა და იქ მთლად და­იქ­ცა ეს ბავ­შვი, იქაც მა­ი­მუ­ნობ­და რა­ღა­ცას და დე­დამ გა­მო­ა­ძე­ვა იქიდან. ამ­ბო­ბენ, ნარ­კო­ტი­კებს მო­იხ­მარ­დაო, რაც სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვია. ახ­ლაც ამ­ბო­ბენ, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ჩა­ი­დი­ნა მკვლე­ლო­ბა. ამის მო­ტი­ვი სვა­ნეთ­ში არ იცი­ან. ოთოს მამა და ბე­ბია ჭუ­ბერ­ში ცხოვ­რო­ბენ, ამ­ბო­ბენ, მათ­თან მი­დი­ო­დაო.

2008-ში დათო მა­მას - ზა­ურს გას­ტა­ცეს ხე­ლი­დან. ისიც რე­ინ­ჯე­რი იყო, ძა­ლი­ან მა­გა­რი კაცი და ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ოჯა­ხი მას მერე წა­ვი­და უკან, და­თოს მამა ნერ­ვი­უ­ლო­ბა­ზე და­ა­ვად­და და მალე გარ­და­იც­ვა­ლა. მთელ სვა­ნეთ­ში თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ოჯა­ხი იყო და წელ­ში ვე­ღარ გა­ი­მარ­თნენ. სვა­ნეთ­ში წარ­მოდ­გე­ნა არა­ვის აქვს, რა მოხ­და და რა­ტომ ჩა­ი­დი­ნა ოთომ ეს და­ნა­შა­უ­ლი. ახლა გამ­ზრდე­ლი ბე­ბი­ის ცოდ­ვით იწ­ვის მთე­ლი სვა­ნე­თი. დღეს ამ ამ­ბით ყვე­ლა სა­ერ­თოდ და­სა­მარ­და ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ოჯა­ხი.“

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭუ­ბერ­ში მცხოვ­რე­ბი მე­ტყე­ვე-რე­ინ­ჯე­რი და­ვით ცინ­დე­ლი­ა­ნი 2008 წლის 16 აგ­ვის­ტოს მოკ­ლეს. მას "სა­ხელ­მწი­ფოს ღა­ლა­ტი" დას­წა­მეს, რა­ზეც ხელი არ მო­ა­წე­რა. განაგრძეთ კითხვა