"ისტორიულ სცენაზე მალე საკუთარ კომპოზიციებს შევასრულებ... სცენაზე, სადაც ლეგენდარულ ჯიმი ჰენდრიქსს, ბობ დილანს, ჯენის ჯოპლინს და სხვებს დაუკრავთ" - ნინი ბრეგვაძე
"8 წლის წინ, როდესაც ნიუ-იორკში ოცნებების ასახდენად ჩამოვედი, მალევე მივაგენი “კაფე ვას” , სადაც ყოველთვის კარგი, ცოცხალი მუსიკა იკვრება.
ახლა კი ამ ისტორიულ სცენაზე მალე საკუთარ კომპოზიციებს შევასრულებ. სცენაზე, სადაც ლეგენდარულ ჯიმი ჰენდრიქსს, ბობ დილანს, ჯენის ჯოპლინს და სხვებს დაუკრავთ.
თუ ჩემი მოსმენა მოგინდებათ, აპრილში შევხვდებით!
ბილეთები..." - ამის შესახებ ნინი ბრეგვაძე სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, ნინი ამერიკულ მუსიკალურ კონკურს Voice-ში მონაწილეობდა. მისი გამოსვლა ამერიკულ მუსიკალურ კონკურსში შთამბეჭდავი იყო. ის ნაილ ჰორანის გუნდში იყო. მწვრთნელების გადაწყვეტილებით და მაყურებლის ხმებით, ნინი ნახევარფინალამდე მივიდა, რაც ასეთ პროექტში ქართველისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა მომღერალმა ამერიკაში არაერთი გულშემატკივარი შეიძინა.