loader

ნიკა გვარამია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე უარს ამბობს და 12%-იან წილს მეუღლეს უფორმებს - რას აცხადებს ნიკა გვარამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა გვარამია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე უარს ამბობს და 12%-იან წილს მეუღლეს უფორმებს - რას აცხადებს ნიკა გვარამია

"მთა­ვა­რი არ­ხის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკა გვა­რა­მია არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­სა და წილ­ზე უარს ამ­ბობს. ამის თა­ო­ბა­ზე ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ აღარ ვას­რუ­ლებ (არც ცი­ხი­დან ვას­რუ­ლებ­დი, ცხა­დია). დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბას შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­უმკლავ­და გი­ორ­გი გა­ბუ­ნია და ის უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ი­ნიშ­ნა არ­ხის დი­რექ­ტო­რად. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა არ­ხის ყვე­ლა დამ­ფუძ­ნე­ბელს ერ­თსუ­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს 12%იან წილს "მთა­ვარ­ში", იგი არაა თავ­სე­ბა­დი პარ­ტი­ულ თა­ნამ­დე­ბო­ბას­თან, რო­მელ­საც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ვი­კა­ვებ. ამი­ტო­მაც კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა და­ვი­ცა­ვი და წილი ჩემს სო­ფოს გა­და­ვუ­ფორ­მე.წარ­მა­ტე­ბე­ბი "მთა­ვარს", და­ნარ­ჩენ­ზე - შემ­დეგ კვი­რა­ში".

რო­გორც ირ­კვე­ვა, მან დო­კუ­მენ­ტე­ბი ამ ცვლი­ლე­ბე­ბის და­სა­რე­გის­ტრი­რებ­ლად სა­ჯა­რო რე­ესტრში გუ­შინ, 27 თე­ბერ­ვალს შე­ი­ტა­ნა.