loader

"რვა თვე, ყოველდღე შიშით ვხსნიდი ჩემი სამი წლის შვილის რეანიმაციის კარს..." - 3 წლის თაია ზოიძეს, საზოგადოების დახმარება სჭირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რვა თვე, ყოველდღე შიშით ვხსნიდი ჩემი სამი წლის შვილის რეანიმაციის კარს..." - 3 წლის თაია ზოიძეს, საზოგადოების დახმარება სჭირდება

3 წლის თაია ზოიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაციას ბავშვის ოჯახის წევრები ავრცელებენ.

3 წლის თაია კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით და გულის გაჩერებით მოხვდა. კლინიკაში მიყვანისას აუმუშავეს გული, თუმცა ტვინის ნაწილი დაზიანდა.

იმის გამო, რომ საქართველოში არ არსებობს შესაბამისი მკურნალობა, გოგონა გადაიყვანეს თურქეთის კლინიკაში, სადაც ნეირორეაბილიტაციას გადის.

ოჯახის ახლობლის თქმით, კლინიკაში დავალიანების დასაფარად 190 ათასი დოლარია საჭირო, რომელიც თვის ბოლომდე უნდა დაიფაროს, რათა გაგრძელდეს გოგონას მკურნალობა. ოჯახმა კი სრულიად ამოწურა ფინანსური რესურსი.

„რვა თვე, ყოველდღე შიშით ვხსნიდი ჩემი სამი წლის შვილის რეანიმაციის კარს იმაზე ფიქრით, რა მდგომარეობა დამხვდებოდა, ან დამხვდებოდა თუ არა საერთოდ… თან თავს ვიმშვიდებდი, რამე რომ ყოფილიყო, ხომ დამირეკავდნენ-მეთქი.

ამ ჯოჯოხეთურ შიშებს ვერაფერს ვერ შევადარებ და მადლობა ღმერთს, ეს საშინელი ფიქრები ბოლო რამდენიმე კვირაა აღარ მქონია. მივდივარ უკეთესის იმედით და ჩემი პატარა გოგო ამ იმედს ყოველდღე მიმართლებს.

მადლობა თქვენ იმ მხარდაჭერისთვის, რომელმაც შესაძლებელი გახადა თაიას ჯანმრთელობისთვის ბრძოლის გაგრძელება.

მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ უდიდესი მადლობა და კიდევ გთხოვოთ, გაიზიაროთ ჩვენი ამბავი და დაგვეხმაროთ თაიასთვის.

დიდი დავალიანების გამო, შესაძლოა, კლინიკამ თაიას სხვა კლინიკაში გადაყვანა მოგვთხოვოს, რაც ახლა ყველაზე უარესს ნიშნავს და არც მინდა ვთქვა, რას… მით უმეტეს მაშინ, როცა ბოლო თვეებში დიდი წინსვლა გვაქვს და ექიმებიც გაცილებით დიდ იმედებს ამყარებენ, რომ თაია შეძლებს კომიდან გამოსვლას. ვიცი, რომ შეძლებს.

ამ პერიოდში, ამ კლინიკის და ექიმების დამსახურებით, მივედით იმ შედეგამდე, რომ დადასტურებულად ვიცით, შეხებას გრძნობს, რეაქცია აქვს ტკივილზე და ფიქსირდება მომენტები, როცა ჩემი საუბარი ესმის.

3-4 თვეა, ისე მოძლიერდა ორგანიზმი, რომ დამატებითი მკურნალობა აღარ სჭირდება, რაც წინა პერიოდში სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო.

ახლა უტარდება მხოლოდ ტვინის მკურნალობა, სხვა ორგანოები ჩარევის გარეშე ფუნქციონირებს. მთავარი ექიმის თქმით, ტვინს აქვს რესურსი, ასე მყარად და ძლიერად იყოს ორგანიზმი და იმუნიტეტი.

ასევე დამატებით დავიწყეთ რეფლექსოთერაპია/მასაჟი, რასაც აქვს შედეგი, სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდა და მუცლამდე სადაც უნდა დავადოთ ხელი, ნებისმიერ წერტილში გვაძლევს რეაქციას.

ფიზიოთერაპევტის შეფასებით, ფიზიკური მდგომარეობა და რეფლექსებიც გაუმჯობესებულია.

ასევე ფარისებრის ფუნქციები იყო დათრგუნული, რაც ახლა თითქმის ნორმაშია.

ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ ტვინის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ისე ეს ყველაფერი ვერ დალაგდებოდა. ნიშნავს იმას, რომ იმედები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.

და ამ რთულ და ხანგრძლივ ბრძოლაში ჩვენ კიდევ გვჭირდება თაიას გულშემატკივრების მხარდაჭერა და დახმარება..

ისევ გთხოვთ, დაგვეხმაროთ თაიასთვის", - აცხადებს გოგონას დედა.

საბანკო რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი

#GE22BG0000000541696720

მაია გოგოლაშვილი (ბებია)

თიბისი ბანკი

#GE27TB7466145064300014

ნინო ოღიაშვილი (ნათლია)

0901000917

ზარის ღირებულება 1 ლარია