loader

უმძიმესი ამბავი, 26 წლის ქალი მშობიარობის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა - "ორი შვილი დარჩა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ამბავი, 26 წლის ქალი მშობიარობის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა - "ორი შვილი დარჩა"

26 წლის ლანა მურადიანს 4 თვის წინ "იმედის კლინიკაში" საკეისრო კვეთა ჩაუტარადა. რამდენიმე დღეში ქალის მდგომარეობა დამძიმდა. ლანა თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თურქეთის კლინიკაში ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება, ოჯახს 9 000 დოლარი დავალიანება აქვს.

"იმედის კლინიკაში" ამბობენ, რომ საკეისრო კვეთამ წარმატებით ჩაიარა.

"იმედის კლინიკა" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. სამეანო-გინეკოლოგიური კუთხით ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა. ამ ეტაპზე საკითხს შესაბამისი უწყებები და სფეროს ექსპერტები სწავლობენ. ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა, რა გახდა პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი", - ნათქვამია განცხადებაში.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ მითითებული ანგარიშის ნომრებზე:

მიმღები : ციცინო ქობესაშვილი საქ : GE96BG0000000917376000

თბს : GE29TB7764445061100068