loader

თბილისში მოკლული 22 წლის გოგოს ვინაობა ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში მოკლული 22 წლის გოგოს ვინაობა ცნობილია

თბილისში, ლილოს დასახლების ტერიტორიაზე, მკვლელობა მოხდა. მოკ­ლუ­ლია 22 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.

არსებული ინფორმაციით, გოგონას ცხედარი საკუთარი სახლის წინ დილით ორმოში იპოვეს.

ის ბასრი საგნითაა მოკლული, თუმცა, ოჯახის ახლობლის თქმით, დადგენილი არ არის, აღნიშნული საგანი დანაა თუ არა.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი სამართალდამცველებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.