თბილისში მოკლული 22 წლის გოგოს ვინაობა ცნობილია
თბილისში, ლილოს დასახლების ტერიტორიაზე, მკვლელობა მოხდა. მოკლულია 22 წლის ქეთი ჯავახიშვილი.
არსებული ინფორმაციით, გოგონას ცხედარი საკუთარი სახლის წინ დილით ორმოში იპოვეს.
ის ბასრი საგნითაა მოკლული, თუმცა, ოჯახის ახლობლის თქმით, დადგენილი არ არის, აღნიშნული საგანი დანაა თუ არა.
არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი სამართალდამცველებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.