"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავში მკვლელობის ბრალდებით კაცი სამართალდამცველებმა ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარედ ცხელ კვალზე დააკავეს - კადრები ადგილიდან
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული დააკავეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 40 წლამდე კაცი ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარედ ცხელ კვალზე დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ჭყონდიდელის დასახლებაში, გიორგაძის ქუჩაზე მოხდა.
40 წლამდე კაცს სასიკვდილო ჭრილობა კისრის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს.
წყარო: https://www.facebook.com/inforustavi/videos/600971578893799