რა ინფორმაცია ხდება ცნობილი რუსთავში მოკლულ 40 წლამდე მამაკაცზე - საქმის ახალი დეტალები
რუსთავში მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა ჭყონდიდელის დასახლებაში, გიორგაძის ქუჩაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით მოკლულია 40 წლამდე მამაკაცი. ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ადგილობრივი მცხოვრები არაა და ხშირად სტუმრად მიდიოდა, იქ მცხოვრებ ოჯახთან. მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეშეი, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული,
ადგილობრივების ინფორმაციით, მათ ახალგაზრდა ეზოში ნახეს, რომელსაც ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული, ხმაურის და გასროლის ხმა კი არ გაუგიათ. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
როგორც „ინტერპრესსნიუს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხელებით.