loader

"ეს ტექსტი რომ მოვისმინე, რამდენიმე დღე შოკირებული ვიყავი... ეს ჩანაწერი მის მშობლებსაც აქვთ მოსმენილი" - რას ამბობდა აუდიოჩანაწერში ბიჭი, რომელიც წლების წინ ცხვა­რი­ჭა­მი­ის ტყე­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ტექსტი რომ მოვისმინე, რამდენიმე დღე შოკირებული ვიყავი... ეს ჩანაწერი მის მშობლებსაც აქვთ მოსმენილი" - რას ამბობდა აუდიოჩანაწერში ბიჭი, რომელიც წლების წინ ცხვა­რი­ჭა­მი­ის ტყე­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს?

"რადიო პალიტრის" გადაცემაში "თქვენი დრო" ლუდომანიის საგანგაშო სტატისტიკის შესახებ "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" დამფუძნებელმა თამარ ჯაფარიძემ და ფსიქოლოგმა ვერიკო გოჯიაშვილმა ისაუბრეს.

"სან­დრო ბე­რა­ძემ "ანდერძი" დაგვიტოვა. პირდაპირი მნიშვნელობით, მესიჯი დატოვა ... ეს ტექსტი რომ მოვისმინე, რამდენიმე დღე ძალიან ცუდად, შოკირებული ვიყავი... ეს ჩანაწერი მის მშობლებსაც აქვთ მოსმენილი. 112-ის ოპერატორს უთხრა, მე კი წავალ, ვერ მიპოვით, მაგრამ ძალიან გთხოვთ, დაეხმარეთ ამ ქვეყანას და ახალგაზრდებს, რომ გადარჩნენ". ეს ისეთი ზარი იყო... მაშინ აღთქმასავით დავდე, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ადამიანებს დავეხმარო" - განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპე­რა­ტო­რი სან­დრო ბე­რა­ძე 2019 წლის 29 ოქტომბერს ცხვა­რი­ჭა­მი­ის ტყე­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.