loader

ახალი კადრები - როგორია ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც აშშ-ში ერთი კვირა გაუჩინარებული იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი კადრები - როგორია ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც აშშ-ში ერთი კვირა გაუჩინარებული იყო

ახალი კადრები - როგორია ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც აშშ-ში ერთი კვირა გაუჩინარებული იყო.

36 წლის კობა ძიგრაშვილს ამერიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს საელჩო აშშ-ში და პოლიცია ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდნენ. ახალგაზრდა მამაკაცს ერთ-ერთ კლინიკაში, ქართველმა ემიგრანტებმა მიაკვლიეს.

როგორც ცნობილი გახდა, ის ავარიაში მოყვა, კლინიკაში კი სასწრაფოდ საოპერაციოდ გადაიყვანეს. მამაკაცი რამდენიმე დღის განმავლობაში მიუწვდომელი ამ მიზეზით იყო. დღეს მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კობამ ფეხზე გავლაც შეძლო.

“ყველას გილოცავთ Arakhamiia Makrine-ს პოსტს ათასობით ადამიანი გამოეხმაურა. კობა ძიგრაშვილი ცოცხალია, ჰოსპიტალშია და ოჯახსაც ესაუბრა უკვე. მადლობა თეონა არახამიას, ნათია ნუცუბიძეს, სალომე ნუცუბიძეს, ია ბაიარდს, ნიკა ბოჭორიშვილს, მილენა ბურდულს და უამრავ გულანთებულ ქართველს, ვინც ეს დღეები კობას ეძებდა“ - წერს აშშ-ში მცხოვრები ქართველი გიორგი ნიკოლაიშვილი.

როგორც აღმოჩნდა, კობა ძიგრაშვილი ლონგ-აილენდზე მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას.

“ვიპოვეთ! ვაიმეეე, ვტირი სიხარულისგან... ახლა ვესაუბრეთ ტელეფონით, კარგად არის ღვთის წყალობით“ - წერს პირი, რომელმაც კობა ძიგრაშვილს კლინიკაში მიაკითხა.

ვიდეო: Natia Nutsubidze