loader

"როგორ მაშინებს ეს..." - ახალ ვირტუალურ სათვალეს, რომლითაც უკვე საქართველოშიც გამოჩნდნენ, კრიტიკა მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორ მაშინებს ეს..." - ახალ ვირტუალურ სათვალეს, რომლითაც უკვე საქართველოშიც გამოჩნდნენ, კრიტიკა მოჰყვა

ერთი ნაბიჯი ვირტუალურ სამყარომდე.

წარმოიდგინეთ, ირგებ სათვალეს და შენივე სმარტფონში აღმოჩნდები.

"ეფლის" ახალ, რევოლუციურ სათვალეს საქართველოში კრიტიკა მოჰყვა.

კომპანია Apple-მა 2024 წელს შერეული რეალობის ახალი სათვალე წარადგინა, სახელწოდებით apple Vision Pro.

მას შემდეგ, რაც მოწყობილობას ჩართავთ, თქვენ, პირდაპირი მნიშვნელობით, დამატებით რეალობაში გადადიხართ.

Apple-ის ახალი ტექოლოგიიდან გამომდინარე, უკვე ნებისმიერ გარემოში შეგეძლებათ ვირტუალურ და დამატებით რეალობაში მუშაობა, შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულება, ფილმის ყურება, ვიდეოს ჩართვა, სურათების დათვალიერება, ინტერნეტის გამოყენება, მეგობრებთან საუბარი, თამაში და კომუნიკაციაც კი.

ეს არის პირველი მსხვილი პროდუქტი 2015 წლის შემდეგ, რომელსაც დარგის სპეციალისტები რევოლუციურს უწოდებენ.

მოწყობილობა, რომელსაც კომპანიის თაყვანისმცემლები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ, აშშ-ში 2 თებერვალს გამოვიდა. ოფიციალურ საიტზე კი მისი ღირებულება 3 500 დოლარიდან იწყება.