loader

“მეზიზღება 7 რიცხვი, დრო, როდესაც შეწყვიტეს არსებობა ჩემმა ანგელოზებმა; გაუფერულდა, გაშავდა ირგვლივ სამყარო!“ - ქალი, რომელმაც ბაღდათის სტიქიისას მეუღლე და სამი შვილი დაკარგა, მძიმე წერილს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მეზიზღება 7 რიცხვი, დრო, როდესაც შეწყვიტეს არსებობა ჩემმა ანგელოზებმა; გაუფერულდა, გაშავდა ირგვლივ სამყარო!“ - ქალი, რომელმაც ბაღდათის სტიქიისას მეუღლე და სამი შვილი დაკარგა, მძიმე წერილს აქვეყნებს

“როგორი ძნელი, არა, შეუძლებელია თქვენზე წარსულში ლაპარაკი... სულ ასე გყავდა მაი ჩახუტებული ჩემი შვილები. მჯერა, ახლაც ასე გყავს ჩაკრული გულში დედასავით... მჯერა, რომ ისევ ერთად ხართ... და კარგად ხართ... ვერასოდეს შევეგუები უთქვენობას. ეს ის ტკივილია, ვერაფერს რო ვერ შეადარებ... უზომოდ მიყვარხართ და მენატრებით.... შეხვედრამდე, ჩემო ანგელოზებო...

7 რიცხვი არასოდეს მიყვარდა. ახლა მძულს და მეზიზღება ეს დროც... დრო, როდესაც შეწყვიტეს არსებობა ჩემმა ანგელოზებმა... დრო, რომელმაც ჩემი ფერადი და ბედნიერი ცხოვრება შეცვალა... დრო, როცა გაჩერდა ყველაფერი... დრო, როცა დამთავრდა ჩემთვის ყველაფერი. გაუფერულდა, გაშავდა ირგვლივ სამყარო... დრო, როცა დაკარგა ჩემმა ცხოვრებამ აზრი... დრო, როცა ჩამოიქცა და დაიმხო ყველაფერი... თქვენ იყავით ჩემი ყველაფერი, დედი, უთქვენოდ კი... მძულს და მეზიზღება სამყარო, რომელიც ასე დაუნდობლად მოგვექცა...“ - სტატუსს "ფეისბუქზე" მადონა რობაქიძე ავრცელებს, რომლის 3 შვილი და მეუღლე ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში მეწყერმა იმსხვერპლა.

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში მე­წყე­რი 7 თე­ბერ­ვალს, ღა­მით ჩა­მოწ­ვა. მე­წყერ­მა 4 სახ­ლი მო­ი­ყო­ლა. მაშ­ვე­ლებ­მა ერთი ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს. სტი­ქი­ას 9 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნერ­გე­ეთ­ში მე­წყრის სი­მაღ­ლე 30 მეტ­რია, მე­წყრუ­ლი მა­სის სა­ო­რი­ენ­ტა­ციო მო­ცუ­ლო­ბა კი 150 000 მ3-ს შე­ად­გენს. მი­წის მასა ჩა­მოშ­ლი­ლია გზის, და­ახ­ლო­ე­ბით, 200-მეტ­რი­ან მო­ნაკ­ვეთ­ზე.

რო­დე­საც ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, ბავ­შვე­ბის დედა ემიგ­რა­ცი­ა­ში იყო.