loader

"უცხოპლანეტელების" სკანდალი აშშ-სა და ბრაზილიაში - კამერებმა 7-მეტრიანი, ადამიანის მსგავსი ფიგურები დააფიქსირეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უცხოპლანეტელების" სკანდალი აშშ-სა და ბრაზილიაში - კამერებმა 7-მეტრიანი, ადამიანის მსგავსი ფიგურები დააფიქსირეს

უკვე ერთ კვი­რა­ზე მე­ტია, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვი­დე­ო­ე­ბი ვრცელ­დე­ბა, სა­დაც, მათი ავ­ტო­რე­ბის მტკი­ცე­ბით, 7-მეტ­რი­ა­ნი უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბია აღ­ბეჭ­დი­ლი.

ყვე­ლა­ფე­რი გა­სულ კვი­რას და­ი­წყო, როცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­ი­ა­მის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო გავ­რცელ­და. ვი­დე­ოს ავ­ტო­რი ამ­ტკი­ცებ­და, რომ კად­რებ­ში 7 მეტ­რამ­დე სი­მაღ­ლის უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი ჩან­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გან­მარ­ტეს, რომ ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ის უამ­რა­ვი მან­ქა­ნა მხო­ლოდ იმი­ტომ მი­ვი­და, რომ ადა­მი­ან­თა დიდი ჯგუ­ფი ჩხუ­ბობ­და და მათ გაშ­ვე­ლე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

მათი თქმით, რე­ა­ლუ­რად, ად­გილ­ზე არც უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი და არც რა­ი­მე სხვა გა­ურ­კვე­ვე­ლი არ­სე­ბე­ბი ყო­ფი­ლან. სა­ბო­ლო­ოდ, პო­ლი­ცი­ამ და­ას­კვნა, რომ "უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლის" ვი­დეო ერთ-ერ­თმა იქ მყოფ­მა თი­ნე­ი­ჯერ­მა ატ­ვირ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­სა­ში­ნებ­ლად.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით უკე­თეს ხა­რისხში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ოც გავ­რცელ­და, რო­მელ­შიც გარ­კვე­ვით ჩან­და, რომ სა­ვა­რა­უ­დო "უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი" ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ.

სპე­კუ­ლა­ცი­ებს ისიც ამ­წვა­ვებ­და, რომ ვი­დე­ო­ში გას­რო­ლის ხმე­ბიც ის­მო­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პო­ლი­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბის ხმა იყო:

"ეს არ­სე­ბა უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი არ ყო­ფი­ლა, არც აე­რო­პორ­ტე­ბი და­კე­ტი­ლა და არც ელექტრო­ე­ნერ­გია გა­თი­შუ­ლა",- გა­ნა­ცხა­დეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა.

მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში კი­დევ ერთი მსგავ­სი ვი­დეო გავ­რცელ­და. ის ბრა­ზი­ლი­ის კუნ­ძულ Ilha do Mel-ზე გა­და­ი­ღეს. კად­რებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 6-7 მეტ­რის სი­მაღ­ლის ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი ორი არ­სე­ბა ჩანს, რომ­ლე­ბიც მთის მწვერ­ვალ­ზე დგა­ნან. ვი­დე­ოს ავ­ტო­რი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მთის ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე ას­ვლა ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

ბრა­ზი­ლი­ის მთავ­რო­ბამ ჭო­რებ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პო­ლი­ცი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხერ­ხი აირ­ჩია და გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს X-ზე ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა:"სუ­რე­ა­ლის­ტუ­რია, რაც Ilha do Mel-ზე მოხ­და. მდი­ნა­რე პა­რა­ნა ნამ­დვი­ლად გა­სა­ო­ცა­რია და მის სა­ნა­ხა­ვად "უც­ნა­უ­რი არ­სე­ბე­ბიც კი გვეწ­ვივ­ნენ",- წერს კუნ­ძუ­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი.

მას შემ­დეგ, არც ბრა­ზი­ლი­ის მთავ­რო­ბას და არც პო­ლი­ცი­ას ვი­დე­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­უვრცე­ლე­ბია.

სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ვი­დე­ო­ებს უფრო სკეპ­ტი­კუ­რი თვა­ლით უყუ­რე­ბენ. მათ არ სჯე­რათ, რომ კად­რებ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი ფი­გუ­რე­ბი უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი არი­ან.

"ოდეს­მე ვინ­მე შეძ­ლებს უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის ახ­ლო­დან, კარ­გი ხა­რის­ხით გა­და­ღე­ბას?! ეს ფი­გუ­რე­ბი ალ­ბათ უბ­რა­ლოდ საფრ­თხო­ბე­ლე­ბი არი­ან", - წერ­და ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი X-ზე. მე­ო­რე სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნიც და­ე­თან­ხმა პირ­ველ კო­მენ­ტარს და გა­ნაგ­რძო, - "სა­სა­ცი­ლოა, რომ ყვე­ლა ვი­დეო, რო­მელ­ზეც უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი ჩა­ნან, ცუდი ხა­რის­ხი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი".

წყარო: https://www.ambebi.ge/article/304403-ucxoplanetelebis-skandali-ashsh-sa-da-braziliashi-/?fbclid=IwAR0JcNo3tgHZUsK_oQ5LBZUI936VE3Y0K59HjXiSrBhxEOkPiUzKnhe3KdY