loader

"მის გერმანია 2024"-ის გამარჯვებული კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - "არ არსებობს, ალბათ ტყუილია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მის გერმანია 2024"-ის გამარჯვებული კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - "არ არსებობს, ალბათ ტყუილია"

“მის გერმანია 2024” წლის ტიტული 39 წლის მიგრანტ ქალს, აპამე შონაუერს მიანიჭეს.

“2024 წლის 24 თებერვალს ის გერმანიის ყველაზე ლამაზი ქალის გვირგვინის მფლობელი გახდა, რომელმაც 8 კონკურსანტი დაამარცხა.

გამარჯვებული პროფესიით არქიტექტორია, რომელიც 6 წლის ასაკში ირანიდან დედასთან ერთად გაიქცა და საცხოვრებლად გერმანიაში გადასახლდა. მან ცხოვრებისეულ სიმძიმეებს გაუძლო, იმუშავა და გახდა წარმატებული ბიზნესმენი.

დაქორწინებულია გერმანელზე და ჰყავს ორი შვილი. ახლა მას სურს წაახალისოს სხვა ქალები და მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა მიგრანტ ქალებს, რადგან მან ყველაზე კარგად იცის, რამდენად რთულია ახალ გარემოსა და ცხოვრებაში ინტეგრირება.

ამბავს გურამ შეროზია ეხმაურება.

"აპამე შონაუერი - მის გერმანია 2024. შეესია ამ ქალს მთელი ერი, არადა, ეს სილამაზის კონკურსი არაა. აპამე არის ირანელი, კი იცით, რა პირობებში უწევთ ქალებს ირანში ცხოვრება. ჰოდა, თან აქტივისტია, თან წარმატებული ქალი, გერმანიაში ცხოვრობს წლებია და კონკურსიც სწორედ იმაზეა, თუ ვინ რა წარმატებას მიაღწია და არა სულელურ ცხვირ-ტუჩ-ძუძუ სტანდარტებზე, რომელიც დღეს ყველას შეუძლია პლასტიკური ქირურგიის დახმარებით.თუმცა, ჩემი აზრით, ვიზუალურადაც საკმაოდ ეშხიანია და ფილერგადამსკდარ, წამწამებმიკრულ კრასოტკებს მინიმუმ ჭკვიანი მზერით და ღიმილით სჯობს. აჰა, სხვებიც აქ არიან, მეორე ფოტო ნახეთ," - წერს შეროზია.