"ცუდად გამხდარა, შეშლილი სახით გამოვარდნილა და გადარჩენას ითხოვდა თურმე, მიშველეთო, ყვიროდა", - რა გახდა 21 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი?
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში 21 წლის გოგონა გარდაიცვალა. მომხდარი ტრაგედიის რამდენიმე ვერსია ვრცელდება. მათგან ერთ-ერთის თანახმად, სიკვდილის მიზეზი ამფიტამინით ზედოზირება გახდა.
ambebi.ge გარდაცვლილის მეზობელს ესაუბრა, რომელიც შემდეგს გვიყვება:
"გარდაცვლილი გოგონა ჩვენი მეზობელია, ანგელოზივით იყო... თავდაპირველად ეგონათ, რომ წამლები დალია და თავი მოიკლა, დღეს კი ითქვა, რომ ზედოზირებით გარდაცვლილა. ის უკარგესი ოჯახის შვილია, მისი მშობლები დაშორებული იყვნენ, ბავშვი დედამ და დეიდამ გაზარდეს (მედიცინის მუშაკები არიან), რომ იტყვიან, ხელის გულზე ატარებდნენ. სიგარეტსაც არავინ ეწეოდა ოჯახში. მამას სხვა ოჯახი ჰყავს.
გოგონა თავის ოთახში გამხდარა ცუდად, შეშლილი სახით გამოვარდნილა და გადარჩენას ითხოვდა თურმე, მიშველეთო, ყვიროდა. ყველანი დაზაფრულები ვართ, ასეთ ქვეყანაში რისკია შვილების გაჩენა, ყველგან ეს პრობლემაა, საშინელება ხდება..."
გარდაცვლილი გოგონას მეგობარი ჩვენთან უარყოფს გოგონას ნარკოტიკული საშუალების, ამფეტამინის ზედოზირებით გარდაცვალებას. მისი თქმით, ის დიდი დოზით ჰიპერტონიის მედიკამენტების მიღების შედეგად დაიღუპა. მისივე თქმით, დაწყებულია გამოძიება.
ambebi.ge ცდილობს მომხდარის შესახებ დეტალები შსს-ში გაარკვიოს, თუმცა ამ ეტაპზე უწყება კომენტარს არ აკეთებს. განაგრძეთ კითხვა