loader

"უბრალოდ საშიშია! დასჯილი ბავშვივით ვიჯექი, რომ არ გამეღიზიანებინა... თქვენ თქვით, როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა?!" - რა კადრები ვრცელდება დიღმის მასივიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უბრალოდ საშიშია! დასჯილი ბავშვივით ვიჯექი, რომ არ გამეღიზიანებინა... თქვენ თქვით, როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა?!" - რა კადრები ვრცელდება დიღმის მასივიდან

"გამარჯობა, სანამ მეტყვით და შემდგებით, ძაღლთ მოძულე ხარო - არ ვარ... უბრალოდ პრობლემაა!

დიღმის მასივი, კუნძულ ტექსელის პარკი, ე.წ. ალეია, 00:30 საათი.

უბრალოდ საშიშია ამ კონკრეტულ შემთხვევაში - ერთმანეთში ვერ გაიყვეს რაღაც და + ყველა მოძრავ "საგანს" მისდევდნენ.

შენ რატომ არ მოგდევენ ან ამ დროს ქუჩაში რა გინდა?! - მსგავსი კითხვების შემთხვევაში, ერთი ის, რომ ამ ყველაფრის დროს 1 საათი დასჯილი ბავშვივით ვიჯექი, რომ არ გამეღიზიანებინა, თან მიცნობენ, საჭმელს ხშირად ვაჭმევ... მაგრამ ხშირია შემთხვევები, როცა ღამე მაინც აგრესიით მპასუხობენ; მეორე სამსახურიდან ვბრუნდებოდი...

თქვენ თქვით, როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა..." - ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ლიკა სტურუა წერს და ვიდეოს აქვეყნებს.