"უბრალოდ საშიშია! დასჯილი ბავშვივით ვიჯექი, რომ არ გამეღიზიანებინა... თქვენ თქვით, როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა?!" - რა კადრები ვრცელდება დიღმის მასივიდან
"გამარჯობა, სანამ მეტყვით და შემდგებით, ძაღლთ მოძულე ხარო - არ ვარ... უბრალოდ პრობლემაა!
დიღმის მასივი, კუნძულ ტექსელის პარკი, ე.წ. ალეია, 00:30 საათი.
უბრალოდ საშიშია ამ კონკრეტულ შემთხვევაში - ერთმანეთში ვერ გაიყვეს რაღაც და + ყველა მოძრავ "საგანს" მისდევდნენ.
შენ რატომ არ მოგდევენ ან ამ დროს ქუჩაში რა გინდა?! - მსგავსი კითხვების შემთხვევაში, ერთი ის, რომ ამ ყველაფრის დროს 1 საათი დასჯილი ბავშვივით ვიჯექი, რომ არ გამეღიზიანებინა, თან მიცნობენ, საჭმელს ხშირად ვაჭმევ... მაგრამ ხშირია შემთხვევები, როცა ღამე მაინც აგრესიით მპასუხობენ; მეორე სამსახურიდან ვბრუნდებოდი...
თქვენ თქვით, როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა..." - ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ლიკა სტურუა წერს და ვიდეოს აქვეყნებს.