loader

"საუკეთესო ადამიანმა დაგვტოვა" - ნათია ფანჯიკიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საუკეთესო ადამიანმა დაგვტოვა" - ნათია ფანჯიკიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ექიმი-სტომატოლოგი, თერაპევტი ირმა ხახანაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ავრცელებს.

"საუკეთესო ადამიანმა და ექიმმა დაგვტოვა.

მრავალი წლის მანძილზე მისი დიდოსტატობის წყალობით, უამრავი ადამიანის ჯანმრთელი ღიმილი მისი დამსახურებაა.

ჩემი უსაყვარლესი, კეთილი ირმა, ირაკლის დედის საუკეთესო მეგობარი იყო და მის გარდაცვალებას ისე განიცდიდა, ამ ამბავმა მომიღო ბოლოო, ხშირად ამბობდა.

გუშინ დოდოს დაბადების დღეს შეხვდა და შემდეგ წავიდა. ძალიან მიყვარხარ, ირმა" - წერს ფანჯიკიძე.