loader

"ეს სიახლე შეეხება 2 000-3 000 კურსდამთავრებულს" - ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს სიახლე შეეხება 2 000-3 000 კურსდამთავრებულს" - ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

სახელმწიფო სტრუქტურებში სტუდენტების ანაზღაურებადი სტაჟირებები უკვე წელს დაიწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტით წელს 2-3 ათასი კურსდამთავრებული შეძლებს სარგებლობას.

„ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში უკვე წელს დაიწყება. ამ წელს უნდა უზრუნველვყოთ, რომ უნივერსიტეტების, სულ მცირე, 2-3 ათასმა კურსდამთავრებულმა შეძლოს, სულ მცირე, 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე, ახალგაზრდებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, სტაჟირება მუნიციპალიტეტებსა და კერძო სექტორშიც გაიარონ“, - აღნიშნა კობახიძემ.