loader

შოკისმომგვრელი კადრები რუსეთიდან- ვლოგერმა ჩაწერა კაცი, რომელიც 12 წელია საკანალიზაციო ჭაში ცხოვრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოკისმომგვრელი კადრები რუსეთიდან- ვლოგერმა ჩაწერა კაცი, რომელიც 12 წელია საკანალიზაციო ჭაში ცხოვრობს

შოკისმომგვრელი კადრები რუსეთიდან- ვლოგერმა ჩაწერა კაცი, რომელიც 12 წელია საკანალიზაციო ჭაში ცხოვრობს. მისი ოჯახი ფიქრობდა, რომ ის დიდი ხნის წინ გარდაიცვალა.

52 წლის უსახლკარო ალექსანდრე ადგილობრივმა ბლოგერმა ანტონ გლეტჩეროვმა იპოვა. მამაკაცის თქმით, ის ქუჩაში 1995 წელს აღმოჩნდა, მას შემდეგ რაც მას მშობლები გარდაეცვალნენ და ულიანოვსკის ოლქში მდებარე ბინა წაართვეს. მისი თქმით, ის 12 წელია სხვადასხვა საკანალიზაციო ჭაში ცხოვრობს და თავი ამით გადაირჩინა.

საკვებს და ტანსაცმელს კი ნაგავში ეძებს. მამაკაცს მეტყველება უჭირს, თუმცა როგორც ვლოგერი წერს, ეს ინსულტის შედეია.

მას შემდეგ რაც გლეტჩეროვმა ალექსანდრესთან ვიდეო გამოაქვეყნა, ალექსანდრეს ახლობლები ბლოგერს დაუკავშირდნენ. მათ ეგონათ, რომ ალექსანდრე ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიან წლებში გარდაიცვალა. თუმცა ვლოგერი დარწმუნებულია, რომ ნათესავები მას ყურადღებას არ მიაქცევენ.

ადგილობრივი მოხალისეები გეგმავენ ტანსაცმლის და საკვების შეგროვებას ალექსანდრესთვის, ალექსანდრეს საბუთების აღდგენას და თავშესაფარში მოთავსებას.