loader

ქართველი ემიგრანტი, რომელსაც აშშ-ში ერთ კვირაზე მეტხანს ეძებდნენ, იპოვეს- რა დეტალები ხდება ცნობილი ამ დროისთვის. - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი ემიგრანტი, რომელსაც აშშ-ში ერთ კვირაზე მეტხანს ეძებდნენ, იპოვეს- რა დეტალები ხდება ცნობილი ამ დროისთვის.

ქართველი ემიგრანტი, რომელსაც აშშ-ში ერთ კვირაზე მეტხანს ეძებდნენ, იპოვეს- რა დეტალები ხდება ცნობილი ამ დროისთვის.

36 წლის კობა ძიგრაშვილს ამერიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს საელჩო აშშ-ში და პოლიცია ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდნენ.

როგორც “ეისბუქ“ ჯგუფებში ხდება ცნობილი, ახალგაზრდა მამაკაცს ერთ-ერთ კლინიკაში, ქართველმა ემიგრანტებმა მიაკვლიეს.

“ყველას გილოცავთ Arakhamiia Makrine-ს პოსტს ათასობით ადამიანი გამოეხმაურა, კობა ძიგრაშვილი ცოცხალია ჰოსპიტალშია და ოჯახსაც ესაუბრა უკვე. მადლობა თეონა არახამიას, ნათია ნუცუბიძეს, სალომე ნუცუბიძეს, ია ბაიარდს, ნიკა ბოჭორიშვილს, მილენა ბურდულს და უამრავ გულანთებულ ქართველს, ვინც ეს დღეები კობას ეძებდა“ წერს აშშ-ში მცხოვრები ქართველი გიორგი ნიკოლაიშვილი.

როგორც აღმოჩნდა, კობა ძიგრაშვილი ლონგ-აილენდზე მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას.

“ვიპოვეთ! ვაიმეეე ვტირი სიხარულსიგან... ახლა ვესაუბრეთ ტელეფონით, კარგად არის ღვთის წყალობით“- წერს პირი, რომელმაც კობა ძიგრაშვილს კლინიკაში მიაკითხა.