loader

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ..." - მთავრობა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ პროცესს აჩერებს: პრემიერის განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ..." - მთავრობა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ პროცესს აჩერებს: პრემიერის განცხადება

მთავ­რო­ბა რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ცესს აჩე­რებს. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მედ­პერ­სო­ნალ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სა­ა­ვად­მყო­ფოს უკა­ნა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აშენ­დეს ახა­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­ა­ვად­მყო­ფოს წინა ტე­რი­ტო­რია კი სა­ინ­ვეს­ტი­ცი­ოდ რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­მო­ი­ყე­ნონ.

"უახ­ლო­ე­სი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მთავ­რო­ბა, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო იმუ­შა­ვებს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ პრო­ექ­ტზე. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ არ­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სა­ა­ვად­მყო­ფოს გარ­კვე­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის, უკა­ნა ტე­რი­ტო­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას სა­ინ­ვეს­ტი­ციო მიზ­ნე­ბის­თვის, ხოლო წინა ტე­რი­ტო­რი­ის, არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბის დე­მონ­ტა­ჟის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ინ­ვეს­ტი­ცი­ოდ გა­მო­ყე­ნე­ბას. ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვა­რი­ან­ტი შე­მოგ­თა­ვა­ზეს ექი­მებ­მა, რაც გუ­ლის­ხმობ­და იმას, რომ უკა­ნა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იძ­ლე­ბო­და სა­ა­ვად­მყო­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა, ხოლო წინა ტე­რი­ტო­რია მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო სა­ინ­ვეს­ტი­ციო მიზ­ნე­ბის­თვის. ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა იმ გეგ­მას, რო­მე­ლიც არ­სე­ბობ­და თა­ვის დრო­ზე 2007 წელს, ჯერ კი­დევ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა უკა­ნა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ანუ იგეგ­მე­ბო­და ახა­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა.

ჩვენ ვი­მუ­შა­ვებთ სწო­რედ ასეთ პრო­ექ­ტი, კი­დევ ერთხელ წა­რი­მარ­თე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, და­ი­გეგ­მე­ბა პრო­ცე­სი და მომ­ზად­დე­ბა წი­ნა­და­დე­ბე­ბი, რომ გან­ხორ­ცი­ელ­დეს უკა­ნა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ა­ვად­მყო­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა და წინა ტე­რი­ტო­რია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს სა­ინ­ვეს­ტი­ციო მიზ­ნე­ბის­თვის.

შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გა­ჩერ­დე­ბა და­წყე­ბუ­ლი პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ექი­მე­ბის, პერ­სო­ნა­ლის მიერ გან­ცხა­დე­ბე­ბის და­წე­რას, რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, ჩვენ მო­ვამ­ზა­დებთ უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში წი­ნა­და­დე­ბებს და ამის შემ­დეგ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა თუ რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა პრო­ცე­სი, ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა ის, რომ გვჭირ­დე­ბა ახა­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო. დღე­ვან­დე­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო არ არის შე­სა­ბა­მის, სა­თა­ნა­დო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ეს მი­ზა­ნი აუ­ცი­ლებ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, უახ­ლო­ე­სი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად აშენ­დე­ბა ახა­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო, თუმ­ცა, მა­ნამ­დე ახა­ლი ვერ­სია მოგ­ვცემს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ უახ­ლო­ე­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ დღეს მოქ­მე­დი სა­ა­ვად­მყო­ფო თა­ვი­სი პერ­სო­ნა­ლით. შე­სა­ბა­მი­სად, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო უახ­ლო­ე­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც გა­აგ­რძე­ლებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ზო­მე­ბი რომ გა­უმ­ჯო­ბეს­დეს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.