loader

რა ხდება ამ წუთებში ბათუმში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ბათუმში?

“რუსეთი გვართმევს სამშობლოს, გვართმევს სიცოცხლეს, გვართმევს მომავალს”,- ამ ლოზუნგით ბათუმში ევროპის მოედანზე უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბინენ. საქველმოქმედო აქციის მონაწილეებმა, უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი ქალაქების ფოტოები გამოფინეს. ევროპის მოედანზე ომში დაღუპლთა სულის მოსახსენიებლად სანთლები დაანთეს. ასევე, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მეომრების ფოტოებიც გამოფინეს. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, საქველმოქმედო ღონისძიებაზე შეკრებილ თანხას უკრაინაში დაზარალებულ ქალაქებს გაუგზავნიან. ევროპის მოედანზე სიტყვით გამოვიდნენ და რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა გაიხსნეს. მათი თქმით, ოკუპანტი რუსეთი ყოველ დღე კლავს უკრაინის მოქალაქეებს, რაც ცივილური საზოგადოებისთვის მიუღებელია. ევროპის მოედანზე შეკრებილებს, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგებლებიც შეუერთდნენ.

ავტორი: მარიკო კეკელიძე