loader

"14 წლის ასაკში გათხოვება შოკისმომგვრელია და ვინმემ შეიძლება ეს ჩემს მშობლებს დააბრალოს, მაგრამ..." - თამთა გოდუაძის აღიარება და სიშიშვლე სცენაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"14 წლის ასაკში გათხოვება შოკისმომგვრელია და ვინმემ შეიძლება ეს ჩემს მშობლებს დააბრალოს, მაგრამ..." - თამთა გოდუაძის აღიარება და სიშიშვლე სცენაზე

თამ­თა გო­დუ­ა­ძე სა­ბერ­ძნეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვია. სა­ქარ­თვე­ლო წლე­ბის წინ და­ტო­ვა და მისი მუ­სი­კა­ლუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა უცხო ქვე­ყა­ნა­ში გაგ­რძელ­და. ბერ­ძნუ­ლი მე­დია წერს, რომ თამ­თას ცხოვ­რე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სოა.

ახ­ლა­ხან ბერ­ძნუ­ლი მე­დი­ის­თვის ჩა­წე­რილ ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში, მომ­ღე­რალ­მა ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რო­გორ გახ­და ის, ვინც დღეს არის. თა­ვის რთულ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში, 14 წლის ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა­ზე და არას­რულ­წლო­ვან ასაკ­ში შვი­ლის გა­ჩე­ნა­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცხოვ­რე­ბის რთუ­ლი გზა გა­ი­ა­რა, დღეს ამა­ყია წარ­სუ­ლით და იმ ნა­ბი­ჯე­ბით, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა დროს გა­დად­გა.

"მა­მას­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა არ მახ­სენ­დე­ბა, მშობ­ლე­ბი გან­ქორ­წინ­დნენ და დე­დას­თან ვცხოვ­რობ­დი. რო­დე­საც ვიზ­რდე­ბო­დი, ვცდი­ლობ­დი გა­მერ­კვია, მო­მა­ყე­ნა თუ არა ტრავ­მა ამ მოვ­ლე­ნამ, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ არც ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ვარ და არც გაბ­რა­ზე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში, დე­და­ჩემს გა­უ­ჭირ­და, მაგ­რამ... იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სხვა გო­გო­ე­ბი ამ­ბობ­დნენ, „მამა არ მიშ­ვებს,“ მე ამ დროს ვფიქ­რობ­დი: „იქ­ნებ გა­მი­მარ­თლა ბო­ლოს და ბო­ლოს?“. ბავ­შვუ­რი ფიქ­რე­ბი მქონ­და...“ - ამ­ბობს თამ­თა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის დღი­დან ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა შე­იც­ვა­ლა. და­ი­ხუ­რა ქარ­ხნე­ბი, დე­და­ჩემ­მა და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი, რო­გორც ბევ­რმა, აღარ გვქონ­და ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის საგ­ნე­ბი, დენი, წყა­ლი, გათ­ბო­ბა, პრო­დუქ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი იყო, იმ­პორ­ტი შე­წყდა. ჩვენ შე­ვე­დით პო­ლი­ტი­კუ­რად და ეკო­ნო­მი­კუ­რად კა­ტას­ტრო­ფულ ფა­ზა­ში. საქ­მე ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნას ეხე­ბო­და. რო­დე­საც შვი­ლის კვე­ბა­ზე ფიქ­რი გი­წევს, ძა­ლი­ან ძნე­ლია. ად­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან შე­იც­ვალ­ნენ. უკან რომ ვი­ხე­დე­ბი, ბევ­რი რამ მეს­მის, მაგ­რამ მა­შინ ბავ­შვი ვი­ყა­ვი“, - ჰყვე­ბა თამ­თა. განაგრძეთ კითხვა