loader

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიონერებისთვის - ვის შეუმცირდება სესხზე პროცენტი ახალი გადაწყვეტილებით, ნათია თურნავა დეტალებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიონერებისთვის - ვის შეუმცირდება სესხზე პროცენტი ახალი გადაწყვეტილებით, ნათია თურნავა დეტალებზე

150 ათასზე მეტ პენსიონერს, რომლებსაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი, პროცენტი შეუმცირდება და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან მოყოლებული.

ცნობისთვის, 2023 წლის პირველი იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26%-ით განისაზღვრა.

"პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ, პენსიონერებისა და პენსიით უზრუნველყოფილი სესხების პრობლემატიკით დაინტერესებისთვის, ეს ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ზოგადად, როგორც არა მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე მოგახსენებთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პენსიონერების, საზოგადოების ამ ჯგუფის სოციალური სტატუსი, ცხოვრების პირობები"- ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

„პენსიონერებთან მიმართებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი მექანიზმის და მათი უფლების დაცვის ნაწილში არსებული ყველა გარანტიის ზედმიწევნით აღსრულება და ჩვენ, როგორც ეროვნული ბანკი, ჩვენს ნაწილში მუდმივად ვმუშაობთ“, - განაცხადა თურნავამ.