loader

“ზოგი დღემდე კურთხევას იღებს, კვირის რომელ დღეებში გაიზიაროს მეუღლესთან სარეცელი! ეპისკოპოსობა არ არის ფეოდალიზმი, არც მონათმფლობელობა, ჩვენ არ ვართ მონები!“ - რას იხსენებს პეტრე კოლხი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ზოგი დღემდე კურთხევას იღებს, კვირის რომელ დღეებში გაიზიაროს მეუღლესთან სარეცელი! ეპისკოპოსობა არ არის ფეოდალიზმი, არც მონათმფლობელობა, ჩვენ არ ვართ მონები!“ - რას იხსენებს პეტრე კოლხი?

“წლების წინ, სოფელში რომ გადავედი საცხოვრებლად, ეპისკოპოსმა მითხრა, ჩემი კურთხევა გქონდა, იქ რომ ცხოვრობო?! ნუ, გამეღიმა!..

მარტო მას არა, ბევრს ჰგონია, მისი ძალაუფლება შეუზღუდავია და სხვის ცხოვრებაზე სრული განკარგის უფლება აქვს… ეპისკოპოსობა არ არის ფეოდალიზმი, არც მონათმფლობელობა, ჩვენ არ ვართ მონები!.. ღმერთმა მოგვცა არჩევანის თავისუფლება და ვინც გინდა იყოს, მისი წართმევის უფლება არავის გააჩნია…

ტაძარში ატირებული გოგონა მომადგა, მოძღვარმა მრევლობიდან გამომაგდო, ჩემი კურთხევით არ გათხოვდი, სხვას გაყევიო… ის ტიროდა, მე სიცილს უკან ვაბრუნებდი და ისღა ვუთხარი, გილოცავ-მეთქი!.. რას მილოცავო, თავისუფლებას, რადგან ტყვეობაში იყო!..

ძვირფასებო, გული ლოცვა-კურთხევას არ ემორჩილება, გულმა თავად იცის, ვინ უნდა შეიყვაროს… ადამიანებო, არავის მისცეთ უფლება, ზედმეტად აფათურონ თქვენს სულში ბინძური ხელები!..

ზოგი დღემდე კურთხევას იღებს, კვირის რომელ დღეებში გაიზიაროს მეუღლესთან სარეცელი!.. რაც ხდება, მხოლოდ ჩვენი ბრალია!.. მომავალი თაობა, ცხადია, თავისუფალია ამ მონობისაგან, მაგრამ ჩვენი თაობაც რომ ტყვეობაშია, ესეც მტკივნეულია!..“ - წერს მამა პეტრე კვარაცხელია.