loader

ქუთაისში "ქართული ოცნების" წევრი დაჭრეს - მას დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისში "ქართული ოცნების" წევრი დაჭრეს - მას დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული

ქუთაისის ცენტრში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ზაქრო მამასახლისი.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დავა მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო და დაჭრით დასრულდა. მას დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობელი საკრებულოს დეპუტატს საკანალიზაციო ჭასთან დაკავშირებული საკითხის გამო ედავებოდა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ვიდეო: "მთავარი არხი"