loader

“არ მგონია, ამ გამოსვლით თავი მოუქონოთ მეგრელობას...“- გია ვოლსკი ანა წითლიძეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“არ მგონია, ამ გამოსვლით თავი მოუქონოთ მეგრელობას...“- გია ვოლსკი ანა წითლიძეს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ პარლამენტში „თავისუფალი ტრიბუნის“ ფორმატში საკუთარი განცხადების ნაწილი მეგრულ ენაზე გააკეთა.

როგორც მან მეგრულად განმარტა, აღნიშნული ქმედებით იმის ჩვენება სურს, რომ ენა მისი იდენტობის ნაწილია.

„გუშინ მშობლიური ენის დღე იყო, რომელსაც ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ. ამიტომ, მე მინდა პარლამენტის ტრიბუნიდან მეგრულად წარვდგე. მეგრულად იმის საჩვენებლად ვსაუბრობ, რომ ენა ჩემი იდენტობის ნაწილია. მეგრული ენა ახლა სიკვდილის პირას დგას და ჩემი ვალია ერთი აგური მაინც დავდო ჩემი ენის გადარჩენის საქმეში. მე მჯერა, რომ მეგრულის, სვანურის, ლაზურისა და წოვა-თუშურის გადარჩენა ბევრს ჩემსავით უთბობს გულს როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე მის გარეთაც“, - განაცხადა ანა წითლიძემ მეგრულ ენაზე.

წითლიძის ამ გამოსვლის შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დღევანდელი სხდომის წამყვანმა გია ვოლსკიმ, საკუთარი აზრი გამოთქვა, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან წითლიძის მიერ მეგრულად საუბარი საარჩევნოდ სამეგრელოდან ხმების წამოღებას ემსახურება.

„ჩემს მეგრელებს მინდა მოვეფერო. რასაკვირველია, უნდათ, წინასაარჩევნოდ სამეგრელოდან ხმები წამოიღონ, მაგრამ არ მგონია, ამ გამოსვლით თავი მოუქონოთ მეგრელობას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მას წითლიძემ ამჯერად მიმართა და უთხრა, რომ მადლობელი იქნება, თუ თუნდაც წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ მეგრულ, სვანურ, ლაზურ და წოვა-თუშურ ენებს გადაარჩენს“. წითლიძის თქმით, აღნიშნული ენები გაქრობის საფრთხის წინაშეა.