loader

"ნაპოლის" მწვრთნელი ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის მიზეზს განმარტავს - "მოედანზე იმათ ვტოვებ, ვინც უკეთ ირჯება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაპოლის" მწვრთნელი ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის მიზეზს განმარტავს - "მოედანზე იმათ ვტოვებ, ვინც უკეთ ირჯება"

"ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგაზე ნამატჩევს (1:1) ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის შესახებ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა:

"შესაძლოა, ის ფანტასტიკური არ იყო, მაგრამ ეს ნორმალურია, როდესაც ფეხბურთელს კარგად თამაში არ გამოუვა. ბოლომდე დაიხარჯა და მუშაობას გააგრძელებს. მისი ტაქტიკური მოქმედებით უკმაყოფილო არ დავრჩი. არ გაუბრწყინია, მაგრამ ეს უფრო მენტალური იყო, ვიდრე ფიზიკური. რეაქცია იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს. მაღალი კლასის შემტევები გვყავს, რომელთაც სარგებლის მოტანა შეუძლიათ. მოედანზე იმათ ვტოვებ, ვინც უკეთ ირჯება და სახელებს ყურადღებას არ ვაქცევ. კვარაცხელია ტოპ-ფეხბურთელია და როგორც გასულ სეზონში, კვლავაც დაგვეხმარება".

წყარო: sportall.ge