loader

“პედოფილისთვის სქესს მნიშვნელობა არ აქვს, მას ბავშვი აინტერესებს; შესაძლოა, სახლში დედა გვერდით ჭურჭელს რეცხავდეს და მოძალადემ მოახერხოს გარყვნილი ქმედება“ - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა: ფსიქოლოგის რეკომენდაციები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“პედოფილისთვის სქესს მნიშვნელობა არ აქვს, მას ბავშვი აინტერესებს; შესაძლოა, სახლში დედა გვერდით ჭურჭელს რეცხავდეს და მოძალადემ მოახერხოს გარყვნილი ქმედება“ - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა: ფსიქოლოგის რეკომენდაციები

რატომ მალავენ ხშირად ბავშვები მათ მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას, როგორ უნდა ამოვიცნოთ მოძალადე, რა ასაკიდან უნდა იცოდნენ ბავშვებმა აღნიშნული დანაშაულის შესახებ და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს უკვე მომხდარი ფაქტის გადატანაში, ამ და სხვა შეკითხვებს „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ფსიქოლოგი მაია ცირამუა პასუხობს.

“ზოგადად, ძალადობის მსხვერპლის ერთ-ერთი მახასიათებელი თვისება სწორედ ისაა, რომ ვერ ლაპარაკობს. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როცა ბავშვს უთქვამს, როცა ჩემს კლასელს მოვუყევი, რას მიკეთებდა, პირობითად, ბიძა, მამა ან მეზობელი და კლასელს მწვავე რეაქცია ჰქონდა, მითხრა, ასეთ რაღაცას არავინ მიკეთებსო, მაშინ მივხვდი, რომ ჩემს თავს ცუდი რაღაც ხდებოდაო. ეს ერთი ფაქტორია, როცა ბავშვი იმდენად პატარაა, რომ ამას ვერ აცნობიერებს; მეორე ფაქტორია ის, რომ ხშირად მოძალადე თავისი სტრატეგიით ბავშვს ეუბნება - „შენ მაინც არავინ დაგიჯერებს“, „ეს ჩვენი საიდუმლოა“ - ბავშვებს კიდევ უყვართ, როცა საიდუმლო აქვთ; ან პირდაპირ ემუქრება - ამის შესახებ იტყვი და დედას მოგიკლავო.

- ყველაზე ხშირად, რა ასაკის ბავშვები ხდებიან სექსუალური დანაშაულის მსხვერპლები და შეიძლება თუ არა ითქვას, რომ უფრო მეტად ბავშვები ოჯახის წევრების მხრიდან განიცდიან შევიწროებას?

- სტატისტიკურად, რისკ-ჯგუფს წარმოადგენს და ყველაზე მეტი შემთხვევა 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებშია.

- მათ შორის, ბიჭებშიც?

- დიახ, თანაბრად არის ბიჭებსა და გოგოებში. ადამიანს, რომელიც ბავშვს ირჩევს თავის სექსუალურ ობიექტად - თუ პედოფილიაზეა საუბარი, მისთვის ბავშვის სქესს მნიშვნელობა არ აქვს, მას ბავშვი აინტერესებს, სქესს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თანაბარი რისკის ქვეშ არიან ბიჭებიც და გოგონებიც. შემთხვევების 75% ახლობელ ადამიანებზე მოდის. ეს არის ან ოჯახის წევრი, ან მეზობელი.

- სად ხდება ყველაზე მეტი სექსუალური დანაშაული - სახლში თუ ოჯახს მიღმა?

- პაციენტების გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, შესაძლოა, სახლში დედა გვერდით ჭურჭელს რეცხავდეს და მოძალადემ მოახერხოს გარყვნილი ქმედება, ბავშვს შეეხოს. ერთ-ერთი მსხვერპლი ასეთ ისტორიას ჰყვებოდა: ის ადამიანი მოვიდოდა, უცებ შემეხებოდა, შებრუნდებოდა და ისე მიდიოდა, თითქოს ეს არ ყოფილაო...იხილეთ ვრცლად