loader

ვრცელდება უკმაყოფილო ხვიჩა კვარაცხელიას კადრები მოედნის დატოვების დროს - "გაბრაზებულია, რა თქმა უნდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება უკმაყოფილო ხვიჩა კვარაცხელიას კადრები მოედნის დატოვების დროს - "გაბრაზებულია, რა თქმა უნდა"

ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში „ნაპოლი“ სახლში „ბარსელონას“ დაუზავდა 1:1.

როგორც მოსალოდნელი იყო, ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა კალცონამ 4-3-3 ტაქტიკა აირჩია. შეხვედრა კატალონიელთა შეტევებით დაიწყო. იამალმა შანსი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია, რის შემდეგაც თამაში გათანაბრდა, მაგრამ მასპინძლებს მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდათ. „ბარსამ“ კიდევ ორი მომენტი შექმნა და მერეტმა კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. სადღაც 35-ე წუთისათვის „ნაპოლი“ უპირატესობას დაეუფლა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.განაგრძეთ კითხვა