loader

პირველი ადამიანი, რომელსაც ტვინში Neuralink-ის ჩიპი ჩაუნერგეს, კომპიუტერის მაუსს გონებით აკონტროლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი ადამიანი, რომელსაც ტვინში Neuralink-ის ჩიპი ჩაუნერგეს, კომპიუტერის მაუსს გონებით აკონტროლებს

პირველი ადამიანი, რომელსაც ტვინში ილონ მასკის Neuralink-ის ჩიპი ჩაუნერგეს, მაუსს გონებით აკონტროლებს.

"კარგი პროგრესი გვაქვს. როგორც ჩანს, პაციენტმა ოპერაცია კარგად გადაიტანა, გვერდითი ეფექტების შესახებ არ გვსმენია. პაციენტს შეუძლია ეკრანზე კურსორის გადაადგილება ამაზე ფიქრის შემდეგ" - თქვა მასკმა.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა ადა­მი­ა­ნის თა­ვის ტვინ­ში უსა­დე­ნო, ნე­ი­რო­ჩი­პი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ნერ­გა.

აღნიშნულის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ილონ მას­კი აქ­ვეყ­ნებს.

ჩიპის მიზანი ადა­მი­ა­ნის თა­ვის ტვი­ნის კომ­პი­უ­ტერ­თან და­კავ­ში­რე­ბა და ზურ­გის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი დამ­ბლი­სა და ნევ­რო­ლო­გი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის მკურ­ნა­ლო­ბაა.

მისი მეშვეობით სხვადასხვა მძიმე ნევროლოგიური პრობლემის მქონე ინდივიდებს საშუალება ექნებათ, რომ სხვებთან კომუნიკაცია შეძლონ.