loader

ვინ არის 22 წლის მამუკა გაწერელია, რომელსაც რუსეთმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის 22 წლის მამუკა გაწერელია, რომელსაც რუსეთმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა?

რუსეთმა ქართველ მებრძოლს, მამუკა გაწერელიას, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მარიუპოლის მცველს ის, სულ მცირე, 4 რუსი სამხედროს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდა.

"ტელგრა­მის" რუ­სუ­ლი არ­ხე­ბი და რუ­სუ­ლი მე­დია 22 წლის მა­მუ­კა გა­წე­რე­ლი­ას გა­სა­მარ­თლე­ბის შე­სა­ხებ ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

გა­წე­რე­ლია უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და და ის "აზოვსტა­ლის" დამ­ცვე­ლე­ბი­დან ერთ-ერ­თია.

გა­წე­რე­ლია, რომ­ლის ოჯა­ხიც აფხა­ზე­თი­დან არის დევ­ნი­ლი, 2022 წლის 20 მა­ისს ჩა­ვარ­და ტყვედ, მას შემ­დეგ, რაც მის­მა ქვე­და­ნა­ყოფ­მა შე­ას­რუ­ლა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის მი­თი­თე­ბა "აზოვსტა­ლი­დან" გას­ვლის შე­სა­ხებ.

დო­ნეც­კის ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ მა­მუ­კა გა­წე­რე­ლი­ას 20 თე­ბერ­ვალს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

"დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 22 წლის მსროლელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. მამუკა გაწარელია დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (თავდასხმა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეზე, რათა ხელი შეუშალოს აღნიშნული პირის კანონიერ საქმიანობას საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად) და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის თ3 (დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).

სახელმწიფო პროკურორის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ გაწარელიას სასჯელის სპეციალური რეჟიმის აღმზრდელობით კოლონიაში მოსახდელად უვადო პატიმრობა შეუფარდა", - წერია რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.